შვილმა მამა სცემა

2018-01-07 14:32:07

ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით 40 წლამდე მამაკაცმა 60 წლის მამა ცემა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, კრიმინალური პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს რომ 40 წლამდე მამაკაცი მამას ახრჩობდა და უმოწყალოდ ურტყავდა. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცს ფსიქიკური პრობლემება აქვს, მისი გადაყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა შესაბამის კლინიკაში მოახერხა.