ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა [video]

2018-01-06 13:13:05

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გამთენიისას მოხდა, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მსხდომი სამი მამაკაცი ადგილზე გადაიცვალა, ერთი კი თვითმხილველებმა გადაარჩინეს. არსებული ინფორმაციით მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ)


მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწია. ნახეთ ვიდეო.