"თუკი დადასტურდა ჟურნალისტის მიერ მიცემული ჩვენება, პოლიციელი უმკაცრესად დაისჯება".

2016-12-19 12:31:54

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტ გიორგი გველესიანის ცემის შესახებ ინფორმაციაზე კომენტირი გააკეთა.

”როდესაც ის ადამიანი არღვევს კანონს, რომელიც თავად უნდა იცავდეს წესრიგს და სხვებს უნდა მოუწოდებდეს წესრიგისკენ, ამ შემთხვევაში მას კანონი უმკაცრესად დასჯის. მე მას არავითარ შემთხვევაში არ გადავეფარები. თუ თქვენ გადახედავთ ჩემს ე.წ. ბეგრაუნდს, ვერავინ მეტყვის, რომ მე ოდესმე ჩემს რომელიმე თანამშრომელს სუბიექტურად გადავეფარე და ხელი შევუწყვე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვაში. ერთი შემიძლია ცალსახად ვთქვა: თუკი დადასტურდა ჟურნალისტის მიერ მიცემული ჩვენება, პოლიციელი უმკაცრესად დაისჯება. ამის გარანტიას მე გაძლევთ” - განაცხადა მღებრიშვილმა. 

ტელეკომპანია „იბერიას“ წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, შემთხვევა გუშინ, ბორჯომში მოხდა. გასვიანის მტკიცებით, პოლიციელი, რომელიც ფიზიკურად ორ პირთან ერთად გაუსწორდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. მათი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.