არის თუ არა ფოტო რუსთავში გადაღებული [photo]

2018-01-06 12:37:25

ფოტო რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტოზე ჩანს რომ, სავარაუდოდ 40 წლამდე მამაკაცს, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნაში სძინავს. სოციალურ ქსელში წერდნენ რომ ფოტო რუსთავშია გადაღებული, "ინფო რუსთავი" ქალაქის დასუფთავების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს რომ - "მსგავსი ფაქტი რუსთავში არ დაფიქსირებულა, ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად, რამდენიმე ასეულ ურნას ცლიან და ასუფთავებენ. ეს ფაქტი რომ რუსთავში ყოფილიყო აუცილებლად მეცოდინებოდა" - აცხადებს დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი ბადრი მოდებაძე.