კომპენსაცია დაღუპულის ოჯახებს

2018-01-06 12:25:04

სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს, მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულების ოჯახების კომპენსაციების გადაცემაზე მოლაპარაკებები დასრულდა. შეთანხმება 10 ოჯახთან შედგა და თითოეულ მათგანს სასტუმროს ხელმძღვანელობა 50 000 დოლარს გადასცემეს. თანხის გარდა, მენეჯმენტი ოჯახის წევრების განათლებისა და დასაქმების ვალდებულებასაც იღებს. კომპენსაციაზე მოლაპარაკებები გრძელდება გარდაცვლილი ირანის მოქალაქის ოჯახთან.

„imedinews.ge” ინფორმაციით უკვე ცნობილია, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი“ სახელს შეიცვლის.