ახალგაზრდობის პარკში ხეები მოჭრეს [photo]

2018-01-05 21:57:56

ახალგაზრდობის პარკში ხეები მოჭრეს. ფაქტის ამსახველი ფოტოები "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა მიაწოდეს და მომხდარით დაინტერესება გვთხოვეს. ჩვენი ჟურნალისტი ააიპ "უზრუნველყოფას" დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს რომ - "ხეები გამხმარი იყო, ტოტებიც კი არ ჰქონდა შერჩენილი. მოჭრამდე ჩვენ პერიმეტრი დავასურათეთ და დაინტერესების შემთხვევაში შეგვიძლია გაჩვენოთ. მსგავს ღონისძიებებს ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პერიოდულად ვახორციელებთ. კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ რომ ჩვენ მხოლოდ გამხმარ ხეებს ვჭრით."