ჟურნალისტი გიორგი გასვიანი პოლიციელებმა სცემეს (ვიდეო).

2016-12-19 11:49:45

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გასვიანს ორ საათზე მეტია, ბორჯომის პოლიციაში კითხავენ. ჟურნალისტს საავადმყოფოში უკვე ჩაუტარდა პირველადი გამოკვლევები. ტელეწამყვანის თქმით, მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც შეესწრნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები, რომლებიც მანქანის გაჩერების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღის მიბჯენით დაემუქრნენ, რომ მომხდარი არ გაემხილა. გასვიანის მტკიცებით, ბორჯომის პოლიციის თანამშრომელი, მიხეილ ხუციშვილი, აგრესიულობით გამოირჩეოდა. შემთხვევა სასტუმრო ბორჯომი კროუნ პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ტელეწამყვანი ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა. მომხდარ ინციდენტზე შსს-ს ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.