სუს-ის სპეციალური ბრიფინგი [video]

2018-01-04 17:35:53

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის მთავარი თემა 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტის რაიონის, სოფლებში დუისსა და ომალოში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო. უსაფრთხოების სამსახურთა ჟურნალისტებს პანკისის ხეობაში დაკავებულთა ვიდეო მასალა წარუდგინა და აღნიშნა, რომ ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, დაკავებულთა და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია დაკავებულ პირთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან.

ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში ახმედ ჩატაევის დაჯგუფის წევრები: შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად. ნახეთ ვიდეო.