"კომპანიის პოლიტიკაა, რომ გააძვიროს ტარიფი"

2018-01-04 14:35:33

კომპანია „მაგთი“ 18 იანვრიდან  მობილური ინტერნეტის პაკეტებს აძვირებს. ფასების მატებასთან დაკავშირებით „ინფო რუსთავი“ კომპანია "მაგთის" დაუკავშირდა და ფასის გაზრდის მიზეზი იკითხა. პროექტების მენეჯერის ბაჩო მიქელაძის განცხადებით - "კომპანიის პოლიტიკაა, რომ გააძვიროს ტარიფი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტარიფი უნდა გაძვირებულიყო." 

გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეა გავრცელებული. კერძოდ, 500 მეგაბაიტის ღირებულება 2 ლარით გაიზრდება და 5 ლარი გახდება, 1000 მეგაბაიტის ფასი 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი იქნება; 5 ლარით ძვირდება 2000 მეგაბაიტი 12 ლარი ეღირება; 4000 მეგაბაიტი 10-დან 14 ლარამდე გაძვირდება; 3 ლარით მოიმატებს და 18 ლარი გახდება 6 000 მეგაბაიტის ფასი; თვეში 15 000 მეგაბაიტის ფასი კი 30 ლარის ნაცვლად 35 ლარი ეღირება.