ბავშვზე ძალადობა თუ უწყინარი ხუმრობა [video]

2018-01-04 11:37:14

გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა სადაც ჩანს რომ პატარა ბავშვს ახლობლები სიგარეტის მოწევისკენ და ე.წ. "ქუჩური საუბრისკენ" მოუწოდებენ. ინტერნეტში ვიდეოს გავრცელებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ნაწილი აცხადებს რომ ეს არის ბავშვზე ძალადობა, ხოლო ნაწილი კი ამბობს რომ ამ ფაქტს სერიოზულად არ უნდა შეხედო რადგან ოჯახის წევრები ხუმრობდნენ. ფაქტზე რეაგირების მოსახდენად მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს  დაუკავშირდნენ, თუმცა სოციალურმა სამსახურმა  შეტყობინება არ მიიღო. სამინისტროში აცხადებენ რომ ოჯახის იდენტიფიცირება გაუჭირდა. ამის მერე საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო, მოხდება ოჯახის და პირების იდენტიფიცირება. ნახეთ ვიდეო.