მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-01-03 20:37:11

გარემოს ეროვნული სააგენტო - "4 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება. 5 - 6 იანვარს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 4 იანვარი +10°C, 5 იანვარი 11°C, 6 იანვარი +12°C, 7 იანვარი +12°C.