"სოკარ გაზი"-ს აბონენტების საჩივარი

2018-01-03 19:57:08

"ინფო რუსთავს" "სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის აბონენტები შეეხმიანენ და გაზრდილი დავალიანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. აბონენტების თქმით წინა თვესთან და წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით თითქმის ორმაგი გადასახადი მიუვიდათ. მათი თქმით ამხელა გადასახადი არასდროს არ მისვლიათ და შესაძლოა რამე გაუგებრობა იყოს. "ინფო რუსთავს" ენერგო ომბუდსმენის ოფისში განუცხადეს რომ მსგავსი კითხვებით მათ ხშირად უკავშირდებიან, - "როდესაც შედარება ხდება წინა წლის ამ დროსთან აუცილებლად გასათვალისინებელია ის ფაქტი რომ გასულ წელს ბუნებრივი აირის ტარიფი გაცილებით დაბალი იყო, ხოლო აგვისტოს შემდეგ კი 12 თეთრით გაძვირდა და ეს პირველი ზამთარია გაძვირებული ტარიფით, შესაბამისად გასული წლის ზამთრის გადასახადს ვერ შევადარებ. თუ არის რაიმე სხვა ტიპის დარღვევა მაშინ აბონენტებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და ჩვნე დავეხმარებით". ენერგო ომბუდსმენის ოფისის ცხელი ხაზი 0322 42 01 90 და ფეისბუქის გვერდი. "ინფო რუსთავი" ასევე დაუკავშირდა "სოკარ ჯორჯია გაზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, სადაც განუცხადეს რომ - "აბონენტებს ვარიცხავთ მხოლოდ იმ გადასახადს რა ოდენობის ბუნებრივი აირიც გამოიყენეს, თუ მათ ეჭვი აქვთ რომ დაზიანებულია მრიცხველი მაშინ აუცილებლად უნდა აცნობონ ჩვენ კომპანია და მოხდება მრიცხველის შემოწმება". აღსანიშნავია რომ მრიცხველის შემოწმება ფასიანია და იმ შემთხვევაში თუ კომპანიის ბრალეულობა დადგინდა თანხის გადახდა მას უწევს ხოლო თუ მრიცხველის დაზიანება აბონენტის დაუდევრობამ გამოიწვია შესაბამისად შემოწმების თანხას აბონენტი გადაიხდის.