ავტომობილების ტექინსპექტირება დაიწყო

2018-01-03 12:12:24

2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ტექინსპექტირების დაწყებისთანავე ავტომფლობელებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდება, რომელიც ინსპექტირების პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს მოემსახურება.

2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები, შემდეგ ეტაპზე 1ივლისიდან  - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავების მქონე ავტომობილები და ა.შ. ხოლო 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის ბოლომდე ინსპექტირებას გაივლის საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ).


პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას შემოწმდება: ავტომობილების სამუხრუჭე აღჭურვილობა, საჭით მართვის სისტემა, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლი, ელექტრომოწყობილობა, ღერძები-თვლები, საბურავები, შასი და მისი გარემოზე ზემოქმედება, ანუ მოხდება ავტომობილის გამონაბოლქვის დონის განსაზღვრა.

მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ეღირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების - 100 ლარი.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობლებს არავითარი დამატებითი სირთულეები  არ შეექმნებათ, გადატანილსაჭიანი ავტომობილებიც

ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი. აღსანიშნავია, რომ კატალიზატორის დაყენების ვალდებულება ამ ეტაპზე ახალ ტექნიკურ რეგლამენტში არ დევს.

შეგახსენებთ, რომ მთიან რეგიონებსა  და მცირეკონტიგენტიან სოფლებში, მობილური გადასატანი ტექდათვალიერების ცენტრები იმუშავებს.    

დამატებითი ინფორამციისთვის ავტოსატრანპორტო საშუალების მფლობელებისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი ნომრით „1484“.