წყლის მიწოდება იზღუდება

2018-01-03 11:21:51

კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - "დღეს, 3 იანვარს, სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზი დაზიანდა, რის გამოც „რუსთავის წყლის“ ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 3 იანვარს, დილის 11.00 საათიდან 15.00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს;


წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით. კომპანია „რუსთავის წყალი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს."