ტაქსი ხიდიდან გადავარდა [video]

2018-01-01 19:02:28

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, დაახლოებით 18 საათზე მოხდა. ავარია დავით აღაშენებლისა და დავით გარეჯის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე (სასაფლაოებისკენ მიმავალ გზაზე) მოხდა. არსებული ინფორმაციით "ოპელი" მარკის "იანდექსის" ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დაბლა ჩავარდა. ავარიის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაშავდა, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, პაციენტი მკურნალობას ცენტრალურ საავადმყოფოში გადის. ნახეთ ვიდეო.