"კონკია და ჯადოსნური ღამე"

2018-01-01 17:48:52

გიგა ლორთქიფანიძის რუსთავის პროფესიული თეატრი წარმოგიდგენთ შარლ პეროს ცნობილი ზღაპრის თანამედროვე ინტერპრეტაციას - "კონკია და ჯადოსნური ღამე". ზურმუხტის სამეფოს ჯადოსნური დღეები, სიკეთისა და ბოროტების გამუდმებული დაპირისპირება და ახდენილი ოცნება ახალი წლის ღამეს. ზღაპრული პერსონაჟები და ათასგვარი თავგადასავლები, ობოლი გოგონას სევდითა და მოულოდნელობებით აღსავსე თუმცა ბედნიერებით დასრულებული დღე. არ გამოატოვებინოთ, თქვენს პატარებს კარგად ნაცნობი ამბის ჩვენეული ვერსია. რეჟისორი და ინსცენირების ავტორი: გურამ ბრეგაძე; მხატვარი: ლომგულ მურუსიძე; ქორეოგრაფი: გიორგი მოსაშვილი; მუსიკალური გაფორმება: ზურა ინგოროყვა ; მონაწილეობენ: მარიამ კვიტაიშვილი, სოსო ელიზბარაშვილი, ანა შარვაძე, თეონა ხვედელიძე, თეა შარვაშიძე, მაია გელიაშვილი, ნათია არბოლიშვილი, ზურა ფიროსმანაშვილი, ზაზა თაგოშვილი, ალეკო ილარიონი, რეზო კოღოშვილი, მერი ფხოველიშვილი და სხვები.

სპექტაკლები გაიმართება 2, 3, 4, 5 იანვარს 12 და 14 სთ-ზე. მისამართი ფიროსმანის #7 რუსთავის თეატრი.