საქართველოს რაგბის კავშირმა წლის საუკეთესო მელელოვეები დაასახელა

2018-01-01 12:56:28

საქართველოს რაგბის კავშირმა გასული წლის საუკეთესო მორაგბეები დაასახელა. ერთ-ერთ ნომინაციაში საუკეთესო "მელელოვე"  რუსთაველმა მორაგბეებმაც გაიმარჯვეს.

2017 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი - ოთხ-ოთხი ლელო ერთბაშად ოთხმა მორაგბემ: სოსო მათიაშვილმა, გიორგი კოშაძემ, გიორგი თხილაიშვილმა და ბექა გორგაძემ გაიტანა. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ).


გიორგი კოშაძემ 7 თამაშში მიიღო მონაწილეობა და გერმანიასთან თავი ორჯერ გამოიჩინა, ხოლო ბელგიასა და რუსეთს თითო-თითო ლელო დაუდო.

ბექა გორგაძემ კი რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა (4 მატჩი) და 4 ლელო გაიტანა. მან ბელგიასა და გერმანიასთან თავი ორ-ორჯერ გამოიჩინა, ხოლო ივნისისა და შემოდგომის ტესტები ტრავმის გამო გაუცდა.

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, წელს საუკეთესო მორაგბე (მიხეილ ნარიაშვილი) და საუკეთესო ლელო (სოსო მათიაშვილი კანადასთან) გულშემატკივართა შორის რაგბის კავშირის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, ნომინანტები კი ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე