"თავიდან ავიცილოთ არასასურველი შემთხვევები"

2017-12-31 19:16:42

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოგმართავთ:

ვინაიდან, ახალი წლის ღამეს, მოსახლეობის მიერ ხდება დიდი რაოდენობით პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენება და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად იზრდება კონკრეტული პირის, ან შენობა-ნაგებობის დაზიანების საფრთხე, საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოვუწოდებთ.
იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება და თავიდან ავიცილოთ არასასურველი შემთხვევები, რეკომენდირებულია (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ)


► არ გამოიყენოთ პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში;
► სადღესასწაულო „ასაფეთქებლებს“ მოარიდოთ მოზარდები და არ დართოთ მათი გამოყენების უფლება, უკიდირეს შემთხვევაში, მეთვალყურეობის გარეშე;
► გაეცნოთ პიროტექნიკული ნაწარმის კონკრეტული სახეობის გამოყენების ინსტრუქციას;
►თავისუფალი გაყიდვისათვის ნებადართული პიროტექნიკური შემადგენლობის მქონე ნაკეთობა, რომელიც განკუთვნილია სინათლის, ხმოვანი, კვამლის და კომბინირებული ეფექტების შესაქმნელად, გამოყენებამდე, შეინახეთ სახანძრო- უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად; ამასთანავე, მნიშვნელოვნად იზრდება შენობა-ნაგებობების დაზიანების საფრთხეც. შესაძლო ზარალის თავიდან აცილების მიზნით:

► არ დატოვოთ კარი და ფანჯარა ღია მდგომარეობაში მაშინ, როდესაც მოსახლეობა მასობრივად დაიწყებს პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენებას;
► ნუ დადებთ ღია აივანზე ნივთებს, რომელსაც შესაძლოა ცეცხლი სწრაფად მოედოს;
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს და გისურვებთ მშვიდობიან და უსაფრთხო სადღესასწაულო დღეებს!