10 კომერციული ობიექტი რომელსაც ყველაზე ხშირად შეხვდებით რუსთავში.

2016-12-18 19:02:17

რუსთავში არაერთი სავაჭრო ობიექტი და დაწესებულებაა განთავსებული. ქალაქის მასშტაბით შეხვდებით როგორც დიდ კომპანიებს, ასევე შედარებით მცირე ტიპის ობიექტებს. რუსთავში წარმოდგენილი კომერციული ტიპის დაწესებულებებიდან ყველაზე მეტად სურსათის მაღაზიები, ავტო სერვისი და სამრეცხაოები ჭარბობს, მათ რაოდენობით არ ჩამოუვარდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ქალაქის ორივე ნაწილში ლომბარდებისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების მრავალფეროვნება შეინიშნება, ჭარბობს კვების ობიექტებიც, განსაკუთრებით რესტორნები, საშაურმმები, საცხობები და თონეები. რუსთავში წარმოდგენილ ობიექტებს შორის ხშირად გვხვდება აფთიაქები, სტომატოლოგიური კაბინეტები და სილამაზის სალონებიც. 10 კომერციული ობიექტი რომელსაც რუსთავში ყველაზე ხშირად შეგხვდებათ:

#10 საყოფაცხოვრებო მომსახურების მაღაზიები, ავეჯი და ტექნიკა, რაოდენობა 24 ;

#09 სტომატოლოგიური კაბინეტები, რაოდენობა - 36 ;

#08 რესტორნები, კაფეები და ბარები, რაოდენობა - 51 ;

#07 სილამაზის სალონები, რაოდენობა - 56 ;

#06 ავტოსამრეცხაოები, რაოდენობა - 62 ;

#05 მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები, რაოდენობა - 67 ;

#04 აფთიაქები, რაოდენობა 74 ;

#03 საშაურმე და საცხობი, რაოდენობა 79 ;

#02 ავტოსერვისი და ნაწილები, რაოდენობა 89 ;

#01 სურსათის მაღაზიები, რაოდენობა 164 ;

 

p.s. სტატისტიკა შედგენილია "ინფო რუსთავი"-ს მიერ, დათვლას ქალაქის ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილში რამდენიმე პირი აწარმოებდა, შესაძლო ცდომილება +-5%.