ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა

2017-12-31 13:22:10

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს რუსეთიდან ერევანში მიმავალი სამგზავრო ავტობუსი და „ლადას“ მარკის ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები არიან. შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.