კომპანია "ინტერტრანსი"-ს განცხადება

2017-12-31 11:26:15

კომპანია "ინტერ ტრანსი" განცხადებას ავრცელებს - "ახალი წლის დღეებში რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მოძრაობის გრაფიკი იცვლება. კერძოდ 31 დეკემბერს, რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით მიკროავტობუსები პირველ მარშრუტს ტრადიციულ დროს შეასრულებენ, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 22 საათზე, თბილისიდან კი 23 საათზე შესრულდება. რაც შეეხება 1 იანვარს, პირველი მიკროავტობუსი რუსთავიდან დილის 7 საათზე გავა. ღამის საათებში კი მიკროავტობუსები ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებენ. "ინტერ ტრანსი" გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას."