მერმა მოზარდები დააჯილდოვა [video]

2017-12-30 21:09:26

ქალაქისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული სიყვარულისა და მზრუნველობისთვის, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად, სამი რუსთაველი ბავშვი: გიორგი ბერიანიძე, გიორგი ჩიქობავა და ირაკლი ჯანელიძე, ფეხბურთის ბურთებით, სპორტული მაისურებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრა.

ირაკლი ტაბაღუამ საჩუქრები მოზარდებს, "საახალწლო სოფელში" მიმდინარე ღონისძიებაზე გადასცა და კონცერტზე მისულ მაყურებელს თავად უამბო, თუ რა ვითარებაში შედგა მისი და ამ პატარა ბიჭების ნაცნობობა. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ).


მოზარდებმა რამდენიმე კვირის წინ, შოთა რუსთაველის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, ქალაქის მერთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღეს საცხოვრებელი კორპუსების ეზოების დასუფთავების აქციაში. ნახეთ ვიდეო.