ყველაზე მოთხოვნადი სათამაშოები წინასაახალწლოდ

2017-12-30 17:50:18

ახალი წლის დადგომამდე ხალხმრავლობაა სათამაშოების მაღაზიებში. მშობლების უმრავლესობა საახალწლოდ თავიანთი პატარებისთვის შესაბამის საჩუქრებს არჩევენ.
როგორც სათამაშოების მაღაზიებში აცხადებენ, წელსაც განსაკუთრებული მოთხოვნა ანიმაციური ფილმის Frozen-ის გმირების თოჯინებსა და ფორმებზეა. (გაგრზელება იხილეთ ქვემოთ).


სათამაშოების სახეობები და ფასები შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით იცვლება.
სავაჭრო ობიექტებში აღნიშნავენ, რომ მშობლები  ბიჭებისთვის ძირითადად მანქანებს, თოფებს და მეკობრეების ნაკრებს ყიდულობენ. გოგონებისთვის კი ყველაზე ხშირად თოჯინებს და სამზარეულოს ნაკრებს იძენენ.

ასევე პოპულარულია კუნინძების, ბეტმენის და სხვა სუპერგმირების სათამაშოები.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე