ზოგიერთი დასახელების პროდუქტი გაძვირდა

2017-12-30 17:29:21

ახალ წლამდე ერთი დღით ადრე სავაჭრო ობიექტებსა და ბაზრობაზე ხალხმრავლობაა. აღსანიშნავია, რომ საახალწლო სუფრისთვის საჭირო ზოგიერთი პროდუქტის ფასმა ისევ მოიმატა. კერძოდ, თუ სამი კვირის წინ ე.წ "სტამბოლის ბაზრობაზე" ყველის შეძენა 5-დან 9 ლარამდე იყო შესაძლებელი, ახლა მისი ფასი 10-დან 12 ლარამდე გაიზარდა. რამდენიმე თეთრითაა გაძვირებული ხილი და ბოსტნეულიც. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ).


ამ დროისთვის ბაზარში 1კგ კარტოფილი 0,70-დან 1 ლარამდე ღირს, 1კგ კომბოსტო - 0,70 ლარი, 1კგ ხახვი - 1 ლარი, 1კგ კიტრი და პომიდორი - 3, 50 ლარი, 1კგ ვაშლი - 3-დან 4 ლარამდე, 1კგ კივი - 2-3 ლარამდე, 1 კგ მანდარინი - 3,50 ლარი ღირს, 1კგ  ყურძნის ფასი კი 5 ლარიდან 7 ლარამდე აღწევს.

სხვა დასახელების პროდუქტების ღირებულება კი ასეთია:

1კგ შაქარი - 1,60 ლარი
1კგ წიწიბურა - 1,60 ლარი
1კგ მაკარონი - 1,40 ლარი
1კგ ლობიო - 5 ლარი
1კგ ფქვილი - 1, 20 ლარი
1 კგ თაფლი - 15 ლარი
1კგ ნიგოზი - 25 ლარიდან 35 ლარამდე
ქათამი - 3,90-დან 6 ლარამდე
ღორის ხორცი - 11 ლარი

გოჭი - 120 ლარი

საქონლის ხორცი - 14 ლარი
თევზი - 5 ლარი

აღნიშნულ პროდუქტებზე ფასები 3 კვირის წინ ნახეთ ბმულზე.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე