თვითმფრინავს მეხი დაეცა

2017-12-30 14:35:25

ქუთაისი-კავალა (საბერძნეთი) მიმართულებით კავალას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოვებისას, საჰაერო ხომალდს მეხი დაეცა, რის გამოც ფრენები კავალადან  სოფიას საერთაშორისო აეროპორტში გადამისამართდა.  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლები ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ მგზავრების ტრანსპორტირებას სოფიადან კავალას მიმართულებით უზრუნველყოფს  ავიაკომპანია. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ).


„თუ ბორტი შეასრულებს ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაგვიანებით შესრულდება დღეს 30 დეკემბერს დაგეგმილი რეისები. “, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ეტაპზე ბორტს უტარდება ინსპექცირება, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვევა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია.