თურქეთში 3 ქართველი დააკავეს

2017-12-30 13:08:02

ქალაქ რიზეში ყაჩაღობის ფაქტზე 3 ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „მილიეტი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, საზოგადოების უსაფრთხოების რიზეს სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქის ერთ-ერთ უბანში ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი მიკროავტობუსი გაჩხრიკეს. მიკროავტობუსიდან, რომლითაც, გამოცემის თანახმად, გიორგი მაშია, მერაბ გვასალია და უკრაინის მოქალაქე, ვალერი გვასალია გაადგილდებოდნენ, ჩხრეკისას 28600 აშშ დოლარი, 1000 ევრო, 1800 თურქული ლირა და 4 მობილური ტელეფონი ამოიღეს. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ).


საქმე ქალაქ სამსუნის სასამართლომ განიხილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მერაბ ფიფია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ხოლო გიორგი მაშიას და ვალერი გვასალიას პატიმრობა შეეფარდათ.