მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2017-12-29 18:57:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბერს ღამის საათებში საქართველოს უმეტეს რაოინში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში - თოვლი. დილიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12, +17 °C ფარგლებში იქნება.

1 იანვარს ღამით ზოგან, დღის საათებში კი ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 5 – 7 გრადუსით დაიკლებს. დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. 1 იანვარს თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ).


ყველაზე თბილი 1 იანვარი თბილისში 1958 წელს (+15,5 °C) ხოლო ყველაზე ცივი 1898 წელს (-12,2 °C) აღინიშნა. ყველაზე დაბალი ტემპერატურა 1 იანვარს საქართველოში 1949 წელს ახალციხეში (- 19.9 ° C) ხოლო მაღალი ტემპერატურა ბათუმში 1960 წელს +23.6 °C აღინიშნა.


რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 30 დეკემბერი +15°C, 31 დეკემბერი 15°C, 1 იანვარი +11°C, 2 იანვარი +9°C.