ბათუმისკენ მიმავალ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო)

2016-12-18 15:56:36

ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა სოფელ ხაჯალიაში მოხდა. ადგილზე სამაშველო და სამედიცინო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა და  ამ დროისთვის მოძრაობა უკვე აღდგენილია. ცეცხლის გაჩენის მიზეზის დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს. 

ფოტოს ავტორი: ლევან ჭელიძე