ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე [photo]

2017-12-29 15:43:15

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე დაახლოებით 15 საათზე მოხდა. ერთმანეთს "ჰონდა"-ს და "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ. (ფოტოები იხილეთ ქვემოთ).