ზვიად რატიანი დამნაშავედ სცნეს

2017-12-29 14:37:00

სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე წარდგენილ მუხლში დამნაშავედ სცნო და 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლემ სასამართლო პროცესზე გამოაცხადა. პოეტს ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევა ედება ბრალად. კერძოდ, 166-ე და 175-ე მუხლების, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი წინააღმდეგობას გულისხმობს.

წინა სასამართლო პროცესზე შსს-მ ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერები გაავრცელა, რომლებიც პირადი მობილური ტელეფონითაა გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. ის პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ზვიად რატიანის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ საქმეზე გამოძიება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე დაიწყო.