ავტოტრანსპორტის განვითარების ჯგუფი შეიქმნა

2017-12-29 13:36:07

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც ორი საკითხი განიხილეს. პირველი საკითხი ეხებოდა ტრანსპორტში არსებულ პრობლემებს, კონკრეტულად კი როგორც მუნიციპალურ და შიდა საქალაქოს ასევე იმ ტრანსპორტს რომელსაც მგზავრები რუსთავიდან სხვა ქალაქების მიმართულებით გადაჰყავთ. მეორე საკითხად კი ნარჩენების მართვის ხუთწლიან გეგმის დამტკიცების წესებს ეხებოდა. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ).


როგორც ტრანსპორტის განვითარების დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გურამ კვარაცხელიამ, აღნიშნა, ავტოტრანსპორტის განვითარებისთვის საჭიროა, რომ  შეთანხმდეს  მოძრაობის განრიგი, ხოლო მაკონტროლებელი ორგანო გახდეს უფრო ქმედითუნარიანი. "შეიქმნა ტრანსპორტის განვითარების სამუსაო ჯგუფი, ასევე ვვარაუდობთ რომ შეიქმნება ავტოტრანსპორტის განვითარების სამსახური, რომელიც, სავარაუდოდ, შეუერთდება მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს. უპირველესად, ჩვენი მიზანია, რომ გავაძლიეროთ მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ სუსტი გვყავს. ჯერ-ჯერობით არ არსებობს არც განყოფილება, არც სამსახური, რომ ტრანსპორტს ქმედითუნარიანად მიხედოს და პირველ ეტაპზე სწორედ ასეთი სამსახური უნდა შეიქმნას. მეორე ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული გადამზიდავები უნდა მოვაქციოთ რაღაც ჩარჩოებში, როგორც კონტროლის, ასევე, ხელშეწყობის გზით“ - განაცხადა გურამ კვარაცხელიამ.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოში ავტოტრანსპორტის განვითარების დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანია, განავითაროს ავტოტრანსპორტის მუშაობის წესები. მათ მიერ განხორციელებული ცვლილებები შეეხება როგორც მუნიციპალურ, ასევე, შიდა სატრანსპორტო საშუალებებსა და საქალაქთშორისო ტრანსპორტს.