რუსთაველების ნაწილს წყლის ტარიფი გაუძვირდება

2017-12-28 16:59:41

რუსთავის მოსახლეობის ნაწილს წყლის ტარიფი გაუძვირდება. კერძოდ, მრიცხველის არ მქონე აბონენტებს, გადასახადი, დაახლოებით, 8 თეთრით გაეზრდებათ.
წყლის ტარიფი გაუძვირდება კომერციულ სექტორსაც - გადასახადი 1მ3-ზე 43 თეთრით მოიმატებს.

რაც შეეხება გამრიცხველიანებულ აბონენტებს, მათთვის წყლის ტარიფი უცვლელი დარჩება. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ).

                       

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება უცვლელი 1მ3-ზე 0.405 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე 2.281 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3-ზე 3.644 ლარი.

ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვრდან შევა და 2020 წლის ჩათვლით იქნება.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე