მიწისძვრა თეთრიწყაროში

2017-12-28 12:49:22

თბილისიდან 35 კმ-ში, თეთრიწყაროს რაიონში 2.5 მაგნიტუდი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას ამის შესახებ  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ეროვნული სეისმური ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 11:04 საათზე მოხდა.

მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.