ამინდის პროგნოზი ახალ წლამდე

2017-12-27 21:39:11

გარემოს ეროვნული სააგენტო - "28 – 31 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში + 15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 31 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს."

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 28 დეკემბერი +14°C, 29 დეკემბერი 16°C, 30 დეკემბერი +15°C, 31 დეკემბერი +14°C.