ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

2017-12-27 18:09:19

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5876 ლარია. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.635 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა - 2.610 ლარად.