ახალი წლის საზღვარგარეთ გატარება

2017-12-26 20:29:02

ახალი წლის საზღვარგარეთ გატარება საკმაოდ ტენდენციურიდა სასიამოვნო მოვლენა გახლავთ.

დღესასწაულის აღნიშვნის ეს მეთოდი ბევრისთვისაა სასურველი, თუმცა დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან.

თუ 2018 წლის შეხვედრა საქართველოს გარეთ გსურთ და ამ სურვილის ასრულებაში ხელს გიშლით უფულობა, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ Kimbi.ge -ს.

Kimbiგახლავთ საერთაშორისო, ფინანსური კომპანია 4finance -ს ბრენდი, რომელიც გასცემს სამომხმარებლო სესხებს ონლაინ რეჟიმში და რომელიც ქართულ ბაზარზე შემოვიდა 2017 წლის ოქტომბერში.

Kimbi -ში ხელმისაწვდომი გახლავთ 500 -დან 3 ათას ლარამდე ოდენობის სესხები, რომლებიც გაიცემა 3 -დან 24 თვემდე ვადით.

Kimbi -ს სესხის მისაღებად, საკმარისია, რომ:

       * იყოთ 20 -დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;

       * გქონდეთ პირადი საბანკო ანგარიში Kimbi -ს პარტნიორ ბანკებში. (თიბისი ბანკი, ტერა ბანკი, საქართველოს ბანკი);

       * შეგეძლოთ სესხის დაფარვა.

სესხის მისაღებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს kimbi.ge, შეავსოთ ონლაინ განაცხადი სესხზე და კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, ფულს მომენტალურად მიიღებთ პირად საბანკო ანგარიშზე.

რაც შეეხება ახალი წლის საზღვარგარეთ შეხვედრას, ქართული ტურისტული სააგენტოები გვთავაზობენ საახალწლო ტურებს, რომელთა ფასიც 210 ევროდან იწყება (ერთ ადამიანზე).

უფრო კონკრეტულად კი, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ:

საახალწლო ტური, რომლის ფარგლებშიც იხილავთ ბუდაპეშტს, ვენასა და პრაღას. აღნიშნული მოგზაურობის საფასური, ქართველ ტურ-ოპერატორებთან მინიმუმ 600 და მაქსიმუმ 1200 ლარი ღირს.

საახალწლო მოგზაურობა მხოლოდ ბუდაპეშტში კი 300 -დან 700 ლარამდე დაგიჯდებათ.

საინტერესო ახალი წლის გატარება შეგიძლიათ დუბაიშიც, სადაც საახალწლო პერიოდში, ერთი ადამიანის ვიზიტის ფასები 900 ლარიდან იწყება.

ახალი წლის საზაფხულო გარემოში გატარების მსურველებს, ასევე შეუძლიათ აირჩიონ ეგვიპტეც, სადაც ზამთრის ტურების საფასური 400 ლარიდან იწყება.

საზაფხულო გარემოს მსურველებს, ასევე შეუძლიათ, რომ აირჩიონ კვიპროსი და მოიწყონ საახალწლო მოგზაურობა დაახლოებით 500 ლარად.ახალი წლის სტამბოლში გატარება კი დაახლოებით 1500 – 2000 ლარი ჯდება.

კლუბური ცხოვრებით განთქმული და თანამედროვე ხელოვნების დედაქალაქის სტატუსზე პრეტენზიის მქონე ბერლინში საახალწლო არდადეგების მოწყობა კი ქართული ტურ -ოპერატორების დახმარებით ათას ლარად გახლავთ შესაძლებელი.

თავისუფლების სიყვარულით განთქმული ამსტერდამის ნახვის მსურველებს კი ახალი წლის ამ ქალაქში შეხვედრა დაახლოებით 800 ლარი დაუჯდებათ.

950 -1000 ლარად კი შეგიძლიათ შეიძინოთ საახალწლო ტური რიგაში და შეხვდეთ ახალ წელს ლატვიის დედაქალაქში.

ახალი წლის ვილნიუსში შეხვედრის მსურველებს კი მოგზაურობა დაახლოებით 700 ლარი დაუჯდებათ.

სანტა კლაუსის სამშობლოსა და ახალი წლისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი ადგილის, ზღაპრული ლაპლანდიის ნახვა, მიმდინარე ზამთარში დაახლოებით 2 ათასი ლარი ღირს.

ახალ წელს, ახალი და მოდური სამოსით შეხვედრა თუ გსურთ, მაშინ დღესასწაულისთვის საუკეთესო ადგილია შოპინგის დედაქალაქი მილანი. იტალიის აღნიშნულ ქალაქში მოგზაურობის საფასური, ქართველ ტურ -ოპერატორებთან 600 ლარიდან იწყება.

ახალი წლის ულამაზეს ვარშავაში გატარება დაგიჯდებათ 900 -დან 1000 ლარამდე.

პოლონეთში - მინიმუმ 700 ლარი.

ყველაზე იაფი საახალწლო არდადეგები კი შეგიძლიათ მოიწყოთ ბაქოში, სადაც სულ რაღაც 95 ლარად იმოგზაურებთ. ®