ბავშვი 24 წლის დაგვიანებით დაიბადა

2017-12-21 12:15:55

25 წლის ასაკში ამერიკელმა ქალმა 24 წლის წინ გაყინული ემბრიონის გამოყენებით ბავშვი გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

ახალშობილი ემა გიბსონი 2017 წლის ნოემბერში დაიბადა, მისი ემბრიონი კი, რომლითაც დედა ხელოვნურად გაანაყოფიერეს, 1992 წლის 14 ოქტომბერს გაყინეს. ეს არის შემთხვევა, როდესაც ბავშვი ყველაზე დიდხანს გაყინული ემბრიონის გამოყენებით გაჩნდა.

გამოცემის ცნობით, ხელოვნურად განაყოფიერების ცენტრებში, ჭარბ ემბრიონებს ყინავენ, მათი შემდგომში გამოყენების მიზნით.

ექიმის ინფორმაციით, ახალშობილის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე