პოლოციამ ჭავჭავაძეზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

2024-05-10 00:31:24

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობისას სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლიდან პარლამენტამდე მსვლელობით მიდიოდნენ, პოლიციამ სავალი გზიდან გადასვლა მოსთხოვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე გზის ერთი მხარე აქვთ გადაკეტილი, პოლიცია კი პერიოდულად აკავებს მომიტინგეებს.

თავდაპირველად, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რომ ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია ჩხრეკას აწარმოებდა, აქციის მონაწილეებმა ბლოგერის სახლთან გადაინაცვლეს.