ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე

2024-05-09 18:26:05

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის შეუაგამყოფ ზოლში არსებულ რკინის ჯებირს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.