ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2024-05-09 17:37:11

რუსთავში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავარია მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "მიცუბიშის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე შევარდა.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, მძღოლმა გზაზე მოძრავ სხვა ავტომობილს ააცილა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.