IV ბრიგადის იუბილე.

2016-10-21 19:27:25

დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადას დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. ბრიგადის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს. თავდაცვის მინისტრმა მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა.