ახალი პროექტი პენიტენციურ სისტემაში

2017-12-20 13:53:49

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ინიციატივით, მსჯავდებულთა ხელშეწყობის მიზნით ახალი პროგრამა ამოქმედდება. კახა კახიშვილის განცხადებით, ახალი მექანიზმის ამოქმედების შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულ მსჯავდებულს სამუშაო დღეების შესაბამისად, მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცრდებათ.

”ეს იქნება რევოლუციური საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც 2018 წელს წარმოვადგენთ და რომელიც შეეხება მსჯავრდებულთათვის სასჯელის შემცირებას. თუ ის იმუშავებს ერთი სამუშაო დღე, მინუს ერთი დღე პატიმრობა და ასე საშიშროების რისკების შესაბამისად. ამით მსჯავრდებულს საშუალება ექნება, რომ იმუშაოს და შესაბამისი ფორმულით შეამციროს საპატიმრო ვადა“,- აღნიშნა კახა კახიშვილმა.

კონკრეტული დეტალები, თუ რა კატეგორიის მსჯავრდებულებს შეეხებათ აღნიშნული სიახლე, როგორ მოხდება მათი ჩართვა საქმიანობაში, ახლო მომავალში იქნება  ცნობილი.