სასმელი წყლით ინტოქსიკაციის შემთხვევა

2017-12-19 15:27:21

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში ექვსი მოსწავლე სასმელი წყლით მოიწამლა.

მოზარდები ინტოკსიკაციით გორის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა, სავარაუდოდ, წყალი დალიეს, რომელშიც ანტიფრიზი იყო გარეული.

მოზარდები სხვადასხვა ასაკის არიან და ყველა მათგანს ერთნაირი სიმპტომები აღენიშნებოდა. ამჟამად ისინი  ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე