მოზარდმა თვითდაზიანებები მიიყენა

2017-12-19 13:20:32

ხელვაჩაურში 17 წლის ბიჭმა თვითდაზიანებები მიიყენა. მოზარდის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ინტერნეტ თამაშს უკავშირდება. მშობლების თქმით, მათ იცოდნენ რომ მოზარდი „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა და ეჭვობენ რომ შემთხვევა სწორედ თამაშის გამო მოხდა.