სკანდალი სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე

2017-12-18 23:26:48

"მის სამყაროს" სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე „მის ერაყმა" „მის ისრაელთან" ერთად გადაღებული სელფი „ინსტაგრამზე" დადო. ამ ფაქტს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა ერაყელებისგან, ზოგიერთი მათგანი სარა იდანს „მის ისრაელთან" ერთად გადაღებული ფოტოს გამო მოკვლითაც დაემუქა. "dailymail"-ის ცნობით, სარა იდანის ოჯახის წევრებს ერაყში აიძულებდნენ, რომ დაეტოვებინათ ბაღდათი. „მის ერაყმა" ხალხის მოთხოვნის მიუხედავად, ფოტო არ წაშალა საკუთარი „ინსტაგრამის" გვერდიდან.  როგორც მოდელი "timesofisrael"-თან აცხადებს, ამის გამო მისი ოჯახის წევრები იძულებულნი გახდნენ ქვეყნიდან დროებით წასულიყვნენ და სანამ ხალხში ნეგატიური განწყობა არ შენელდება მანამდე დაბრუნებას არ აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ მის ერაყისა და მის ისრაელის საერთო ფოტომ, რომელიც ლას-ვეგასშია გადაღებული, მსხოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან 8 000-ზე მეტი „მოწონება" დაიმსახურა.