გაცვლითი პროგრამა საფრანგეთში

2024-04-23 19:21:35

ევროპის სოლიდარობის კორპუსი მოხალისეობრივ ვაკანსიებს ამჯერად საფრანგეთში აცხადებს. მოკლევადიანი პროექტები ამ წლის ივლისში განხორციელდება და მათი ხანგრძლივობა 2 თვე იქნება, გრძელვადიანი პროექტები სექტემბერში დაიწყება და 9-დან 12 თვემდე გაგრძელდება.

პროგრამის თემატიკა ძირითადად განათლებას, ახალგაზრდულ მობილობას, გარემოს დაცვასა და სოციალურ ჩართულობას შეეხება.

ყველა პროექტზე დაფინანსებულია მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები.

მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.

დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის შესატანად უნდა აირჩიოთ სამი სასურველი პროექტი, შეავსოთ და გააგზავნოთ სამოტივაციო ფორმა მისამართზე: volontariat@hors-pistes.org, georgianyouth@gmail.com

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 5 მაისია.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.

ორგანიზაცია “Georgian Youth for Europe” 2006 წელს ქალაქ რუსთავში დაარსდა. მისი სხვა პროექტების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ მითითებული Facebook გვერდი.