ზღვაში ერთ ადამიანს ეძებენ

2024-04-22 21:52:58

ბათუმში მაშველები ზღვაში ერთ ადამიანს ეძებენ.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ ზღვაში მიმდინარეობს ერთი პირის სამძებრო სამუშაოები.

როგორც ადგილობრივი მედია,  "ბათუმელები" წერს, ზღვაში დაკარგული პირი დაახლოებით 17 წლისაა.