ავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2024-04-22 21:36:57

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ და დაიმორჩილა და გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც ნათქვამია, რომ დაღუპული ახალგაზრდა ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურე იყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურის, 2005 წელს დაბადებული ლუკა ლატარიას გარდაცვალების გამო.

ლუკა ლატარია მიმდინარე წლის 22 აპრილს ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს",- ნათქვამია განცხადებაში.