საქარველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

2017-12-18 21:33:57

თბილისში, საქართველოს ბანკის "ექსპრეს" ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა დაახლოებით 20 საათზე წერეთლის ქუჩაზე მოხდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით 1 პირი შეიჭრა საქართველოს ბანკის ფილიალში და იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა, ეჭვმიტანილმა ბანკიდან თანხის გატანა და მიმალვა შეძლო. ამ მომენტისთვის მას პოლიციის თანამშრომლები ეძებენ. შსს-ში აცხადებენ რომ - "გამოძიება 179 მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს."