რუსთავში ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა [photo]

2024-04-21 18:28:31

რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ვოლკსვაგენისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.